loader

რამდენია მარილის დღიური ნორმა ქალებისთვის და მამაკაცებისთვის? - დაკვირვების შედეგები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენია მარილის დღიური ნორმა ქალებისთვის და მამაკაცებისთვის? - დაკვირვების შედეგები

მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა. ამასთან, ორგანიზმში მეტი მარილის მოხვედრისას მათ უძლიერდებოდათ შიმშილის გრძნობა. დიდი რაოდენობით მარილი სხეულში ზედმეტ წყალს აკავებს, ხოლო ორგანიზმში წყლის შესანარჩუნებლად მეტი ენერგიაა საჭირო. მომატებული ენერგოდანახარჯები კი შიმშილის გრძნობას აძლიერებს. ექსპერიმენტმა თვალნათლივ აჩვენა, როგორ მოქმედებდა მარილის მოხმარების დონის ცვლილება მიღებული წყლის რაოდენობაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მარილის დღიური ნორმა მამაკაცებში შეადგენს 10 გრამს, ქალებში 8 გრამს. მარილის გადაჭარბებული მოხმარება არტერიული წნევის მატების საშიშროებას ქმნის, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.



კატეგორია მკურნალის მეტი ვიდეოები იხილეთ palitranews.ge-ზე