loader

რა საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს, თუ ბევრს მუშაობთ? - 10-წლიანი დაკვირვების შედეგები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს, თუ ბევრს მუშაობთ? - 10-წლიანი დაკვირვების შედეგები

სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი, იმავდროულად, ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან. ამ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ იმ პირთა მონაცემების ანალიზით, რომლებიც კვირაში 35-40 საათს მუშაობდნენ და რომელთა სამუშაო საათებიც კვირაში 55 საათს აჭარბებდა.

მეცნიერები ექსპერიმენტის მონაწილეებს 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ პირებს, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობდნენ, ხშირად აღენიშნებოდათ მოციმციმე არითმია. ამ პათოლოგიის რისკი, საზოგადოდ, მათთან 4-ჯერ იყო მომატებული.

საკუთრივ მოციმციმე არითმია საგრძნობლად ზრდის როგორც ინსულტის, ასევე სხვა დაავადებათა განვითარების რისკს.