loader

ნავთობით მდიდარ ნორვეგიაში ელექტრომობილების რიცხვმა 100 000-ს მიაღწია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნავთობით მდიდარ ნორვეგიაში ელექტრომობილების რიცხვმა 100 000-ს მიაღწია

საწვავითა და ბუნებრივი აირით მდიდარ ნორვეგიაში უპირატესობა ელექტრომობილებმა მოიპოვეს. ამ დროისთვის, აქტიურ მოხმარებაში 100 000-ზე მეტი ელექტრომობილია და ნორვეგიის ხელისუფლება საწვავზე მომუშავე მანქანებზე უარის თქმას სრულად 2025 წლისთვის გეგმავს.

2007 წელს ნორვეგიაში დაახლოებით 321 ელექტრომობილი იყო დარეგისტრირებული, 2017 წლის მიწირულს კი რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ვერ მივა ახლოს ნორვეგიასთან ელექტრომობილების ფლობის მაჩვენებლით თითოეულ მოსახლეზე - ნორვეგიაში 5,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ელექტრომობილი იაფი და კომფორტულია. ავტომობილის მფლობელები განმარტავენ, რომ ელექტრომობილის ფლობაზე გაცილებით დაბალი გადასახადია დაწესებული. გარდა ამისა, მათთვის ავტობუსის ხაზში გადაადგილება ნებადართულია, რაც მათ საცობებისთვის თავის არიდებასა და დროის დაზოგვაში ეხმარება.

მოცემული მომენტისთვის ნორვეგიაში გაყიდული ავტომობილების 40% ელექტრომობილებია.