loader

"ავადმყოფი პატარა რეზიკო კარღიაში დავტოვე" - გადასახლებული 3 შვილის დედის ტრაგიკული ისტორია, რომელსაც მეუღლის დაუსმენლობა არ აპატიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავადმყოფი პატარა რეზიკო კარღიაში დავტოვე" - გადასახლებული 3 შვილის დედის ტრაგიკული ისტორია, რომელსაც მეუღლის დაუსმენლობა არ აპატიეს

"მოკლე დროში ჩამოვალ!" - ეს ის დამაიმედებელი სიტყვები იყო, რომლებსაც გადასახლებული მარგარიტა მიქავა-კვერენჩხილაძე შორეული ყაზახეთიდან, სამ პატარა შვილს ნუგეშად სწერდა. გადასახლების მიზეზი ხალხის მტრის ცოლობა და მეუღლის დაუსმენლობა გახდა. კვერენჩხილაძეების სახლის კარსაც მიადგნენ ჩეკისტები. ოჯახს მათი სტუმრობა საკმაოდ ძვირი დაუჯდა. 1937 წელს ოჯახის უფროსი კასიანე კვერენჩხილაძე დააპატიმრეს და დახვრიტეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი მისი მეუღლე მარგარიტა გაუყენეს ჯერ შინსახკომის ციხის გზას, მერე - შორეულ ყაზახეთს.

ეს ერთი უბრალო ოჯახის ტრაგიკული ისტორიაა, რომელსაც პატრიოტიზმი არ აპატიეს. წითლები როგორ შეეგუებოდნენ გურიის შორეულ სოფელში მცხოვრებ კასიანეს, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში მსახურობის შემდეგ წითელ არმიაში სამსახურზე უარი თქვა?! ან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ე.წ. ოზურგეთის გამოსვლებში მონაწილებას როგორ შეარჩენდნენ?!


წყარო: ტყვიის საფასური