X
ილონ მასკის "ტესლა" ისევ კოსმოსშია - ნახეთ პირდაპირი ეთერი ავტომობილის სალონიდან
17:09 / 13-02-2018
6 თებერვალს, Facebook-ის და Youtube-ის Live-არხების საშუალებით, პლანეტის ყურადღება აშშ-ში, ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხისკენ იყო მიმართული - კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ილონ მასკის მორიგი რაკეტის სტარტის მოლოდინში. ერთი შეხედვით, კოსმოსში რაკეტის გაშვებაში ახალი არაფერია. ყოველწლიურად პილოტირებადი და უპილოტო სტარტების ფარგლებში, ორბიტაზე 2-3 ათეულამდე რაკეტას უშვებენ. თუმცა ეს შემთხვევა სრულიად განსხვავებული იყო.

6 თებერვალს განხორციელებული სტარტი უახლესი Falcon Heavy-სთვის პირველი იყო. აღნიშნული რაკეტის გამოყენებას მასკი მარსის ათვისების ამბიციურ პროგრამაში აპირებს. სპეციალისტთა გათვლით, წითელ პლანეტაზე Falcon Heavy 17 ტონა ტვირთის წაღებას შეძლებს.

სასარგებლო დატვირთვის სახით Falcon Heavy-მ ორბიტაზე ილონ მასკის კუთვნილი ავტომობილი - Tesla Roadster-ი გაიყვანა. თავად მასკის განცხადებით, მას ახალისებს იდეა, რომ ოდესღაც მის ავტომობილს შეიძლება უცხოპლანეტელებმა მიაგნონ. სტარტისას აუდიოსისტემა დევიდ ბოუის ცნობილ სიმღერას - Life on Mars? უკრავდა.

გაიცანით, თანამედროვეობის გენიოსის, ილონ მასკის 69 წლის მოდელი დედა

ამჟამად კოსმოსში "ტესლას" ავტომობილი დაფრინავს და მანქანაში დევიდ ბოუის სიმღერაა ჩართული

გზავნილი მომავალში: სინამდვილეში რატომ გაუშვეს "ჩაკრულო" კოსმოსში?
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
იცნობდეთ ქართველ ქიმიკოსებს, რომლებმაც მსოფლიო ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს
"რომ არ დაბრუნდე, იცოდე, არ გაპატიებ!.."
ბინა პარიზში, აქციები ბანკსა და ღვინის კომპანიაში, საბანკო ანგარიშები - რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი
ეკატერინა ხვედელიძე 1972 წლის 27 აგვისტოს საჩხერეში დაიბადა