loader

საქორწინო ეტლს დაესხა და საპატარძლოსთან ერთად, დედაც გააუპატიურა - არსებობს თუ არა კენედის საგვარეულო წყევლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქორწინო ეტლს დაესხა და საპატარძლოსთან ერთად, დედაც გააუპატიურა - არსებობს თუ არა კენედის საგვარეულო წყევლა

"კენედის დაწყევლილ კლანზე" პირველად 1960-იან წლებში ალაპარაკდნენ სერიოზულად, როცა ჯერ პრეზიდენტი ჯონ კენედი იმსხვერპლა ტყვიამ, ხუთი წლის შემდეგ კი მისი ძმა - სენატორი რობერტი შეიწირა რელიგიურმა ფანატიკოსმა. კენედების გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელი - ჯოზეფი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა, ძმებიდან ერთადერთმა, სასწაულით სიკვდილს გადარჩენილმა ტედიმ კი ლეგენდა გაახმაურა ოჯახურ წყევლაზე, რომელიც მისივე განცხადებით, "ნებისმიერ კენედის თან სდევს".

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ჯოზეფ-პატრიკ კენედიმ რაბინთან შელაპარაკების შემდეგ მოხუცს შეურაცხყოფა მიაყენა, რომელმაც ახალგაზრდა ჯოზეფიც და მისი მემკვიდრეებიც ათწლეულების მანძილზე დაწყევლა. მეორე ლეგენდა კი ირწმუნება, რომ გვარს სამუდამო წყევლა 1840-იან წლებში ირლანდიიდან ამერიკაში გადაბარგებულმა ღატაკი ფერმერის ვაჟიშვილმა პატრიკმა მოუტანა, რომელიც, მართალია, ბოსტონში დასახლდა და საკუთარ ბიძაშვილზე ქორწინების შემდეგ ხუთი შვილიც შეეძინა, მაგრამ ოჯახის რჩენა ვეღარ შეძლო და სახლიდან წასული ავაზაკების ბანდას შეუერთდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, თანამზრახველებთან ერთად ტეხასის გზაზე საქორწინო ეტლს დაესხა თავს და საპატარძლოსთან ერთად მისი დედაც გააუპატიურა და მოკლა. როგორც ამბობენ, სწორედ მომაკვდავმა ქალმა დაწყევლა პატრიკ კენედი, რომელმაც პირველმა იწვნია საკუთარ თავზე ტანჯული ქალის სიტყვები, როცა 35 წლის ასაკში ქოლერით გარდაიცვალა.

ასე რომ, თუ კენედის დინასტიას მუდმივ უსიამოვნებებში ვინმეს დადანაშაულება სურს, პირველ რიგში, საკუთარი ავაზაკი წინაპარი უნდა გაიხსენოს, რომელმაც სამუდამო რისხვა დაუტოვა შთამომავლებს მემკვიდრეობად.