loader

რამდენად ეფექტურია ქიშმიშის, ნიგვზისა და თაფლის ნარევი, რომელიც ჰემოგლობინის დონეს ზრდის - ისრაელის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის რჩევები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენად ეფექტურია ქიშმიშის, ნიგვზისა და თაფლის ნარევი, რომელიც ჰემოგლობინის დონეს ზრდის - ისრაელის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის რჩევები

სხვადასხვა სახეობის ჩირი, ქიშმიში, ფინიკი, ცუკატები, გამომშრალი ხილი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ზამთრის პერიოდში ხდება, მაშინ, როცა ხილის არჩევანი სეზონის გამო არც ისე დიდია. რამდენად სასარგებლოა და აუცილებელია ისინი ადამიანის ორგანიზმისთვის და მართლა სწევს თუ არა სისხლში ჰემოგლობინის დონეს გარგრის, ქიშმიშის, თაფლისა და ნიგვზის ნარევი, ამას ექიმი-ჰემატოლოგისგან მოვისმენთ.

ასევე მოისმენთ ისრაელის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის რჩევას, ვისთვის და რა რაოდენობითაა რეკომენდებული ფინიკის მირთმევა და რომელი დაავადებების პრევენციას ახდენს ის. დღეიდან გეცოდინებათ, როგორ უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისგან ბუნებრივ პირობებში გამომშრალი ხილი გოგირდის ანჰიდრიდის გამოყენებით დაჩირებულისგან; რა უნდა მოიმოქმედოთ მაშინ, როცა უკვე ნაყიდი და სახლში მოტანილი ჩირი გოგირდის დიოქსიდის გამოყენებით გამომშრალი აღმოჩნდება.



გადაცემა სრულად: "არცოდნა აკრძალულია" - რა საფრთხეები გააჩნია ჩირს და ქიშმიშს და როგორ ამოვიცნოთ ქიმიურად დამუშავებული პროდუქტი