loader

30-ათასევროიანი უჩვეულო სახლები მუყაოსგან, რომლებსაც მშენებლები 24 საათში აგებენ - შემკვეთი სახლის ზომას თავად ირჩევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

30-ათასევროიანი უჩვეულო სახლები მუყაოსგან, რომლებსაც მშენებლები 24 საათში აგებენ - შემკვეთი სახლის ზომას თავად ირჩევს

ამ სახლის ფასი 30 ათასი ევროა. სახლები ჯერჯერობით ევროპის რამდენიმე რაიონში იყიდება. უჩვეულო სახლის შექმნის პროცესი შეფუთვას ჰგავს: სახლის კარკასი მუყაოს 24 ფენით იფუთება. ყოველი სახლი მუყაოს ხუთი-ექვსი მოდულით ეწყობა. თითოეული მოდულის წონა 500 კილოგრამია. მოდულები ეკოლოგიური წებოთი ერთდება. შემკვეთი თავად ირჩევს სახლის ზომას. ამას გარდა, Wikkelhouse-ს ღრმა საძირკველი არ ესაჭიროება. მშენებელთა გუნდი სახლს 24 საათში აგებს.

მუყაოს სახლი სიმყარითა და მდგრადობით გამოირჩევა. მისი წონა 3 ტონამდეა, რის გამოც სახლს საძირკველი არ ესაჭიროება. შიგნით და გარეთ სახლი ტენგაუმტარი აპკით იფარება, რომელიც ხის ზედაპირზეა დაწებებული. ეს სახლის ინტერიერსა და ექსტერიერს ტენისგან იცავს. სახლი როგორც ცენტრალურ, ისე ავტონომიურ კომუნიკაციებზე ერთდება. სახლის ინტერიერი კარგადაა გადაწყვეტილი. შემკვეთის მოთხოვნით მისი ტრანსფორმაცია ადვილად შეიძლება, ხოლო დამატებით ფასის გადახდის შემთხვევაში - სააბაზანოსა და სამზარეულოსაც დაუმატებენ. მწარმოებელმა კომპანიამ, ექსპერიმენტის სახით, Wikkelhouse მცურავ პლატფორმაზეც განათავსა. Wikkelhouse-ს მთელი მასალა შესაძლებელია გადამუშავდეს. სახლის ორივე მხარეს მინის ფასადებია, რათა ბუნებრივი განათება მაქსიმალურად იყოს.