loader

პლანშეტების გამო ბავშვების დიდ ნაწილს საკმარისად არ აქვს განვითარებული ხელის კუნთები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პლანშეტების გამო ბავშვების დიდ ნაწილს საკმარისად არ აქვს განვითარებული ხელის კუნთები

ბრიტანელი პედიატრების, ხელწერის ექსპერტებისა და ორთოპედიული თერაპევტების აზრით, ბავშვებს, რომლებიც პლანშეტს ან სმარტფონს ხშირად იყენებენ, კალმით წერა უჭირთ. სკოლის დაწყების მომენტისთვის ბავშვების დიდ ნაწილს საკმარისად არ აქვს განვითარებული ხელის კუნთები კალმის სწორად დასაჭერად.

კუნთების განვითარებას ხელს უწყობს ისეთი ტრადიციული საქმიანობები, როგორებიცაა: ხატვა, გაფერადება და გამოჭრა, რაც მოტორული უნარებისა და კოორდინაციის განვითარებისთვის არის საჭირო.

2014 წელს მასწავლებლებისა და ლექტორების ასოციაციამ მშობლები გააფრთხილა, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ბავშვს არ შეუძლია ისეთი მარტივი დავალების შესრულება, როგორიცაა კუბების ერთმანეთზე დაწყობა.

სპეციალისტების აზრით, თავისთავად ეკრანთან ზომიერად გატარებული დრო საზიანო არაა, მაგრამ ამის გამო ხატვაზე, კერვაზე, ძერწვასა თუ გაფერადებაზე უარის თქმა ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.