loader

"ეკლიანი ბამბის მცენარით დახვრეტილი ნაზი ხელები" - ქართველი რკინის ლედის გზა, აურაცხელი სიმდიდრიდან ჯოჯოხეთურ ემიგრანტობამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეკლიანი ბამბის მცენარით დახვრეტილი ნაზი ხელები" - ქართველი რკინის ლედის გზა, აურაცხელი სიმდიდრიდან ჯოჯოხეთურ ემიგრანტობამდე

ბოლშევიკების შემოსვლამდე მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში მიდიოდა. სიტყვა ჩვეულებრივი ამ ისტორიისთვის უჩვეულოა, რადგან გადაცემაში ბევრი წარჩინებული გვარი გაიჟღერებს. ის ადამიანები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს. ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობი ისტორიები ცოცხლდება. კოკი დადიანი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გიორგი შარვაშიძე, გალაკტიონის მუზა - მერი, ნოე ფაღავა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი.

ყველა ამ ლეგენდარულ ადამიანს მეოცე საუკუნის რკინის ლედი ბაბო დადიანი აერთიანებს. ყველაფერი კი ზღაპარივით დაიწყო. თავადის ქალი ბაბო ჩვილი დაობლდა. მისი გაზრდა დადიანებმა და შარვაშიძეებმა ითავეს. ქართველი წარჩინებულების ნებიერა ქალიშვილის ცხოვრებას თუ ბოლშევიკები ძირეულად შეცვლიდნენ, ვერ წარმოედგინათ. როგორ იზრდებოდა დადიანი და როგორ აიძულა კომუნისტურმა სისხლიანმა რეჟიმმა, სხვა ბევრი ქართველის მსგავსად, ბაბოს ოჯახი და მთლიანად, ქართველ არისტოკრატთა წრე, მოთხრობილია ბაბო დადიანის მოგონებათა დღიურში.

არავინ იცოდა, რას წერდა დადიანი. დეტალურად მისმა უახლოესმა ადამიანებმაც არ იცოდნენ, ერთ დროს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავადური ოჯახის შვილს რა გასაჭირი ჰქონდა. აურაცხელი სიმდიდრიდან, ჩეკისტების წყალობით, მხოლოდ მდიდარი ფოტოალბომი დარჩა. სურათები, რომლებიც უდარდელ ეპოქას ასახავს...


იხილეთ ტყვიის საფასურის სხვა სიუჟეტები


ასევე დაგაინტერესებთ:

"ვცხოვრობდი ხელოვნებისთვის, სიყვარულისთვის. რატომ, ღმერთო?! - ჯაშუშობის ბრალდებით დახვრეტილი თბილისის ოპერის პოლონელი პრიმადონა და ქართულ-პოლონური სიყვარული

"ტკივილისგან ბოდავდა, ყველაფერს აწერდა ხელს" - რატომ დახვრიტეს ქართველი მეცნიერი გიორგი ელიავა, რომლის მიღწევებმაც ადამიანთა განკურნების ახალ გზას დაუდო საფუძველი