loader

ჰიტლერის მიერ აშენებული ყველაზე დიდი ტურისტული კომპლექსი "პრორა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰიტლერის მიერ აშენებული ყველაზე დიდი ტურისტული კომპლექსი "პრორა"

3 წლით ადრე, ვიდრე გერმანია 1939 წელს პოლონეთში შეიჭრებოდა, ადოლფ ჰიტლერმა მსოფლიოში ყველაზე დიდი კურორტის მშენებლობის ბრძანება გასცა. აღნიშნული ტურისტული ზონა კუნძულ რიუგენზე მოეწყო. ფაშისტები მას "პრორას" ეძახდნენ.

როგორც "ბიზნესინსაიდერი" წერს, "პრორა" ერთდროულად 20 000 დამსვენებელს იტევდა. იგი იმ გერმანელი მუშების დასასვენებლად აშენდა, რომლებიც შესვენების გარეშე ქარხნებში მუშაობდნენ.

ისტორიკოსი როჯერ მურჰაუსი ამბობს, რომ ჰიტლერის მიერ აშენებული ტურისტული ზონა გერმანიის საიდუმლო პოლიციას - "გესტაპოს" ეხმარებოდა, უკეთ გაეკონტროლებინა მუშები და ამავდროულად, წაეხალისებინა ისინი. თუმცა, როგორც კი მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, "პრორას" მშენებლობა შეწყდა. იხილეთ სრული ტექსტი: ჰიტლერის მიერ აშენებული ყველაზე დიდი ტურისტული კომპლექსი "პრორა"