loader

ვის არ ეჭმევა ვაშლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის არ ეჭმევა ვაშლი

მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, ვაშლი, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდეს ზოგიერთი პაციენტისთვის. მაგალითად, თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავი და პანკრეასი, არ უნდა მიირთვათ მაღალი მჟავიანობის მქონე ეს პროდუქტი. ვაშლის სიმჟავეს, მასში არსებული "პე-აშ"-ის სიმცირე განაპირობებს, "პე-აშ"-ს კი ვაშლში სპეციალური ტესტის საშუალებით ზომავენ.

ვაშლში მჟავიანობის დასადგენად, "პე-აშ" ტესტის გარდა, სხვა მეთოდიც არსებობს. გაჭერით ის და დაელოდეთ რამდენიმე წუთი. ვაშლი, რომელიც მოკლე დროში გამუქდება, უკეთესია, რადგან მასში მჟავიანობა ნაკლებია, ის გაცილებით ტკბილიცაა. პროდუქტი, რომლის გამუქებასაც დიდი დრო დასჭირდება, ან საერთოდ არ გამუქდება, უმჯობესია, ხშირად არ მიირთვათ, რადგან ალბათობა იმისა, რომ მან თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა დააზიანოს, დიდია.