loader

ყველა მშობელს გამოადგება, განვითარებული ქვეყნების წარმატებული მეთოდები: როგორ ზრდიან ბავშვებს სკანდინავიის ქვეყნებში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველა მშობელს გამოადგება, განვითარებული ქვეყნების წარმატებული მეთოდები: როგორ ზრდიან ბავშვებს სკანდინავიის ქვეყნებში?

შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის აღზრდის მეთოდები დღითი დღე პოპულარული ხდება. მათ აღმოაჩინეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც ყოველმა მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება. არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს შეუსაბამო სამოსი კლიმატური თავისებურების გამო. სკანდინავიის ქვეყნები არ დარდობენ ქარისა თუ წვიმის გამო. მათ გარდერობში შესაბამისი სამოსი აქვთ და ბავშვებს ნებისმიერ ამინდში ასეირნებენ, რითაც უძლიერებენ პატარებს ორგანიზმს.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ადამიანები შვედეთში, დანიასა და ნორვეგიაში ცხოვრობენ. ისინი ბავშვობიდანვე მიჩვეულები არიან აკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ. ტალახში კოტრიალიც კი ნებადართული აქვთ. სკანდინავიელი მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი გართობა ბავშვს იმუნიტეტს უძლიერებს და ორგანიზმს ვირუსებისგან იცავს.

დედის მთავარი მისიაა, ყოველი თავისუფალი დრო შვილთან ერთად გაატაროს. დედასთან ერთად ბავშვს არაფრის ეშინია და მასთან ერთად სამყაროს უფრო ლაღად შეიცნობს. სკანდინავიაში ბავშვები სკოლაში 7 წლის ასაკში შეჰყავთ. მანამდე კი იმით ერთობიან, რაც სიამოვნებას ანიჭებთ.


ასევე დაგაინტერესებთ:


"ხშირად შეიძლება ჩვენი მშობლების ფობიები გადმოვიღოთ" - ყველაფერი, რაც ფობიებთან დაკავშირებით გაინტერესებდათ, თუმცა კითხვის დასმის "გეშინოდათ"

როგორ უკარგავენ მშობლები შვილებს სწავლის ინტერესს - ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე