loader

BFF: ახალი "ხაფანგი" "ფეისბუქის" მომხმარებლებისთვის? - რა ხდება სინამდვილეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BFF: ახალი "ხაფანგი" "ფეისბუქის" მომხმარებლებისთვის? - რა ხდება სინამდვილეში

"ფეისბუქის" გარშემო ატეხილი სკანდალის პარალელურად, სოციალურ ქსელში უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

ბოლო დღეების განმავლობაში მომხმარებლები ვირუსულად აზიარებენ და წერენ სტატუსს BFF, მათ შორის - საქართველოშიც.

"Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა BFF გამოაცხადა. დარწმუნდით, რომ თქვენი ანგარიში დაცულია Facebook-ზე, დაწერეთ BFF კომენტარებში. თუ ზემოაღნიშნული (BFF) ნაჩვენებია მწვანე ფერში, თქვენი ანგარიში დაცულია. თუ არ არის ნაჩვენები მწვანე ფერში, შეცვალეთ პაროლი დაუყოვნებლივ, რადგან, შესაძლოა, თქვენი გვერდი იყოს ხელმისაწვდომი სხვისთვისაც" - წერენ ქართველი მომხმარებლები.

ინფორმაცია, ცხადია, სიმართლეს არ შეესაბამება. "ფეისბუქზე" დაამატეს რამდენიმე სიტყვა, რომლის დაწერის შემთხვევაში ის ანიმაციას ქმნის. მათ შორის არის Best Wishes, Congratulations, You Got This, BFF (Best Friends Forever). სოცქსელი კიდევ გეგმავს რამდენიმე ასეთი სიტყვის დამატებას. სრული სტატია წაიკითხეთ ამბებზე.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე


ასევე დაგაინტერესებთ:

"სასწრაფოდ წაშალეთ "ფეისბუქი"! - სოციალური ქსელის წინააღმდეგ კამპანია გააქტიურდა

მალე ხმოვანი სტატუსის დაწერა შეგვეძლება - "ფეისბუქი" მორიგ სიახლეს გვთავაზობს