loader

დაბინძურებული ჰაერი გენეტიკურ დაავადებებზე ბევრად სახიფათოა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაბინძურებული ჰაერი გენეტიკურ დაავადებებზე ბევრად სახიფათოა

ადამიანებს ხშირად აშინებთ მშობლებისგან გადაცემული, მომატებული გენეტიკური რისკის შემცველი დაავადებები. თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, ჰაერის დაბინძურება მემკვიდეობითობაზე გაცილებით საშიშია. დაბინძურებული ჰაერი ცვლის არა თვით გენებს, არამედ გენების ექსპრესიას. ყველაზე ძლიერად გოგირდის დიოქსიდი მოქმედებს. ის მოქმედებს ასთმასთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებულ 170 გენზე.

ონტარიოს კიბოს კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა გააანალიზეს მონრეალსა და კანადის ნაკლებად ურბანიზებულ ზონებში ჰაერის დაბინძურების დონე და 1000 ადგილობრივი მცხოვრების გენეტიკური პროფილი. ყურადღება ექცეოდა ჰაერში მყარი ნაწილაკების, აზოტის დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდისა და ოზონის არსებობას.