loader

ბელარუსის არხზე გასულ სიუჟეტში საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე იყო ნაჩვენები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელარუსის არხზე გასულ სიუჟეტში საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე იყო ნაჩვენები

"მინსკი და თბილისი ურთიერთობების ახალ ფურცელს შლიან. უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ ორმა სახელმწიფომ, ტვირთბრუნვის თვალსაჩინო ზრდა აჩვენა, თუმცა, მთავარი ის არის, რომ ქვეყნები მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებენ" - ნათქვამია ბელარუსის ტელეარხ ONT TV Channel-ზე გასულ სიუჟეტში. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა გრაფიკული რუკა, სადაც საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე იყო ნაჩვენები.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს საქართველოში ვიზიტის დროს, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერეს "ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას".

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩარჩო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ "ბელარუსი და საქართველო ადასტურებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულებას - სუვერენული თანასწორობის პატივისცემას, ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შიდა საქმეებში ჩაურევლობას".

იხილეთ სრული ვიდეო