loader

"აქტივობებს ისე ვგეგმავთ, რომ პატიმრებს ისე მოვექცეთ, როგორც ადამიანებსა და არა როგორც კრიმინალებს" - რა ვითარებაა შვედეთის ციხეებში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქტივობებს ისე ვგეგმავთ, რომ პატიმრებს ისე მოვექცეთ, როგორც ადამიანებსა და არა როგორც კრიმინალებს" - რა ვითარებაა შვედეთის ციხეებში?

შვედეთის პენიტენციალური სისტემა პატიმრების რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული. სწორედ ამის გამო შვედეთში განმეორებითი კანონდარღვევა და კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების მაჩვენებელმა პერმანენტული კლება დაიწყო. შესაბამისად, ქვეყანაში, მთელი ევროპის მასშტაბით, ხელახალი კანონდარღვევის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, სულ 16%.

მსგავსი მიდგომა იყო ის პანაცეა, რომლის საშუალებითაც შვედეთში 2004 წლის შემდეგ პატიმართა რაოდენობამ 1%-ით იკლო. ამ პერიოდის განმავლობაში 4 ციხე დაიხურა.

პატიმართა დიდი უმეტესობა ციხეში ხანმოკლე ვადით იმყოფება. როგორც წესი, ციხიდან გამოსვლისას ადამიანს რაც მოაქვს, არის ორი ტომარა ტანისამოსი და ისე ჩანს, თითქოს მათი ცხოვრება ციხეში ყოფნის დროს გაჩერდა. სწორედ ამ მომენტში შვედეთის ციხე რადიკალურად განსხვავდება სხვა ქვეყნის პენიტენციალური დაწესებულებებისგან, რადგან შვედეთში პატიმრებს აქვთ სწავლისა და საუნივერსიტეტო კურსებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. პატიმარს ციხიდან გასვლის მომენტიდანვე შეუძლია ახალ სამსახურზე იზრუნოს, ეს კი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ ყოფილმა პატიმარმა დანაშაული ხელახლა არ ჩაიდინოს და არ დაბრუნდეს საპატიმროში. შვედეთის ციხეში პატიმრებს პატივისცემით ეპყრობიან, საპატიმროს ბინადრები და მისი თანამშრომლები ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებენ, რაც მათ შორის დაძაბულობას, ურთიერთდაპირისპირებასა და ძალადობის სურვილს ამცირებს.

შვედეთის ხელისუფლებას სჯერა, რომ ქვეყნის პენიტენციალური სისტემა ეფექტური სწორედ პატიმართა რეაბილიტაციის პრაქტიკის გამოა, რომელიც მათ ციხეში მოხვედრის შემდეგ მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებს და პროფესიასა და კონკრეტულ უნარებს სძენს.