loader

ერთ-ერთი ყველაზე დაცული ადგილი: კლდეში გამოკვეთილი გიგანტური საცავი, რომელიც კატაკლიზმების შემთხვევაში შიმშილისგან გვიხსნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთ-ერთი ყველაზე დაცული ადგილი: კლდეში გამოკვეთილი გიგანტური საცავი, რომელიც კატაკლიზმების შემთხვევაში შიმშილისგან გვიხსნის

მცენარეული კულტურების, მარცვლებისა და თესლის გიგანტური საცავი - მისი მშენებლობა 2008 წელს დასრულდა და რამდენიმე კვირაში საზოგადოებისთვის ის დახურული ობიექტი გახდა. ნორვეგიაში, შპიცბერგენის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ პოლუსიდან 1000 კმ-ში აშენებული უნიკალური ნაგებობა მცენარეული კულტურების, მარცვლებისა და თესლის გიგანტური საცავია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებული მარცვლეულობა აქ ასობით წლის განმავლობაში იქნება დაცული. კლდეში გამოკვეთილ საცავში დედამიწაზე გავრცელებულ 100,000,000-მდე მცენარის მარცვლები და თესლები ინახება.

მცენარეული კულტურები აქ -18 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურაზე ინახება. ისინი სპეციალურ ვაკუუმურ კონტეინერებსა და თუნუქის ჰერმეტულ ყუთებშია მოთავსებული. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, მუდმივი გამყინვარების წყალობით, საცავში ტემპერატურა -3,5 გრადუს ცელსიუსზე მაღლა არ ავა. უნიკალური ნაგებობა, რომლის მშენებლობაც 9,6 მილიონი დოლარი დაჯდა, მომავალ თაობებს მარცვლეულ კულტურებს გლობალური კატაკლიზმების შემთხვევაშიც შეუნახავს.