loader

სმარტფონების ისტორიაში პირველად, Huawei-მ 3-კამერიანი ტელეფონი გამოუშვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სმარტფონების ისტორიაში პირველად, Huawei-მ 3-კამერიანი ტელეფონი გამოუშვა

ჩინურმა კომპანია Huawei-მ სმარტფონების ისტორიაში პირველი 3-კამერიანი ტელეფონი P20 და P20 Pro გამოუშვა, რომლის რეზოლუციაც ჯამში 40 მეგაპიქსელია. სწორედ ეს ითვლება Huawei P10-ის შთამომავლის მთავარი ღირსებად.

სმარტფონის წინა კამერას 24 მეგაპიქსელი აქვს. გარდა ამისა, მოწყობილობის კამერას 5X Hybrid Zoom აქვს და წამში 960 კადრს იღებს. P20 უფრო კომპაქტურია, ვიდრე მისი წინამორბედი. ახალი სმარტფონის ეკრანი 5,8 ინჩია და მსოფლიოში პირველი Kirin 970 პროცესორი აქვს.

მოწყობილობა უკნიდან შუშისაა, ჩარჩოები კი მეტალის აქვს. P20 7,65 მილიმეტრის სისქისაა, თუმცა, P20 Pro-სგან განსხვავებით, ჰიდროიზოლაცია არ აქვს. Huawei-ს მიერ დაწესებული ოფიციალური ღირებულება 649 ევროა.