loader

2021 წელს კოსმოსში პირველი სასტუმრო გაიხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2021 წელს კოსმოსში პირველი სასტუმრო გაიხსნება

2021 წელს ამერიკელები კოსმოსში მსოფლიოში პირველ სასტუმროს გახსნიან. პროექტის სახელწოდებაა Aurora Station-ი. როგორც მოსალოდნელია, 6 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის წევრები კოსმოსში 12-დღიან მოგზაურობას შეძლებენ.

სადგურის მგზავრები ამ პერიოდს უწონადობაში გაატარებენ და 322 კილომეტრის სიშორიდან დედამიწის ხედებით დატკბებიან. გარდა ამისა, ისინი სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებენ. პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ძვირად ღირებული სასტუმრო პირველი სტუმრების მიღებას 2022 წლისთვის შეძლებს. 12-დღიანი მოგზაურობის საფასური 9,5 მილიონი დოლარი იქნება. მანამდე კი სტუმრებს 3-თვიანი სწავლების გავლა მოუწევთ.


იხილეთ ასევე:

გზავნილი მომავალში: სინამდვილეში რატომ გაუშვეს "ჩაკრულო" კოსმოსში?

მარსის ასეთი ვიდეო ჯერ არასდროს გინახავთ: ნასამ წითელი პლანეტა დაგვათვალიერებინა