loader

ახალი ორგანო ადამიანის სხეულში, რომელიც სხვა ორგანოებისა თუ ქსოვილების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი ორგანო ადამიანის სხეულში, რომელიც სხვა ორგანოებისა თუ ქსოვილების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს

მეცნიერებმა ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც სხვა ორგანოებისა თუ ქსოვილების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. ახლადაღმოჩენილ ორგანოს ინტერსტიტიუმი ჰქვია. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული, სითხით სავსე "სათავსოების" ქსელია ინტერსტიტიუმი კანის ქვეშ, მუცელში, ფილტვებში, სისხლძარღვებსა და კუნთებში გვხვდება.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი ორგანოს აღმოსაჩენად ლაზერული ენდოსკოპი გამოიყენეს, რომლითაც ცოცხალ მიკროსკოპულ ქსოვილებს დააკვირდნენ. აქამდე ქსოვილებზე ჩატარებული კვლევებისას მეცნიერები ძირითადად ამოჭრილი უჯრედების ბიოფსიას ეყრდნობოდნენ, სხეულისგან განცალკევებულ ნიმუშებში კი სითხით სავსე სივრცე არ ჩანდა.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ სწორედ ინტერსტიტიუმი გამოყოფს კოლაგენს და "ინახავს" ღეროვან უჯრედებს, რომლებიც დაზიანებული უბნების აღდგენაში მონაწილეობენ. სითხით სავსე, ერთმანეთთან დაკავშირებული "სათავსოების" არსებობა შეიძლება იმის ასახსნელადაც გამოგვაგდეს, თუ რატომ ვრცელდება ზოგიერთი ტიპის სიმსივნე უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა დანარჩენები.