loader

სამშობლოს სიყვარულისთვის გასამართლებული ახალგაზრდა, რომელსაც საქართველოში ცათამბჯენების აშენება სურდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამშობლოს სიყვარულისთვის გასამართლებული ახალგაზრდა, რომელსაც საქართველოში ცათამბჯენების აშენება სურდა

30-იანი წლების საქართველოში დრო სიკვდილს ნიშნავდა, უფრო სწორად, მოკვლას. კომუნისტების სამსახურში ჩადგომა სამარის პირას ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავდა. ასე, ბეწვის ხიდიდან იბრძოდა ჩეკისტების ერთგული რაიკომის მდივანი გიორგი კალმახელიძე, რომელმაც სიკვდილი მოუსწრაფა ახალგაზრდა პატრიოტს, კალისტრატე მუმლაძეს. 27 წლის მაღაროელი ჭიათურაში ამერიკელებთან ერთად მუშაობდა. არასოდეს ენახა, მაგრამ სმენოდა, რომ შტატებში ცათამბჯენებს აშენებდნენ. პატრიოტ ბიჭს პროგრესული საქართველო უნდოდა და არა საბჭოთა ჭაობი. მასაც უნდოდა, ეცხოვრა ცის მეზობლად...

კალისტრატე მუმლაძე შეფიცულთაგან ერთ-ერთი იყო. მან დაიფიცა, რომ არასოდეს დაივიწყებდა დამოუკიდებლობის იდეას და მუდამ ამ იდეისთვის იბრძოლებდა. ეს გმირი სოფელ მანდაეთში დაიბადა. ბავშვობიდანვე ახლოს გაიცნო სიკვდილი. მისი ოჯახი ჯერ სულ პატარა დის, შემდეგ ქალიშვილზე დარდს გადაყოლილი დედის გლოვამ მოიცვა.