loader

კანადელი გოგონას დღემდე იდუმალებით მოცული სიკვდილი და შიშისმომგვრელი ჩანაწერი ლიფტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანადელი გოგონას დღემდე იდუმალებით მოცული სიკვდილი და შიშისმომგვრელი ჩანაწერი ლიფტიდან

კანადელი გოგონას დღემდე იდუმალებით მოცული სიკვდილი და შიშისმომგვრელი ჩანაწერი ლიფტიდან.
2013 წლის დასაწყისში შეერთებული შტატები 20 წლის ელიზა ლემის, კანადელი გოგონას იდუმალებით მოცულმა სიკვდილმა შეძრა. ლემი, რომელიც იანვრის ბოლოს ესტუმრა ლოს-ანჯელესს, ყოველდღე ურეკავდა მშობლებს და საინტერესო მოგზაურობის დეტალებს მოუთხრობდა, თუმცა იაფფასიან სასტუმრო Cecil-ში დაბინავების შემდეგ შეტყობინებები მოულოდნელად შეწყდა, თავად ელიზა კი, უკანასკნელად 31 იანვარს ნახეს Cecil-თან ახლოს, წიგნის მაღაზიაში, სადაც გოგონამ ახლობლებისთვის საჩუქრები შეიძინა, ისევ სასტუმროში დაბრუნდა, ლიფტში შევიდა და უკვალოდ გაქრა.

ელიზას გაუჩინარებიდან ორ კვირაში Cecil-ის სტუმრებმა ადმინისტრაციას წყლის ხარისხის გაუარესების ჩივილით მიმართეს. სასტუმროს ბინადრებმა შეამჩნიეს, რომ ამღვრეულ წყალს არასასიამოვნო სუნი და მომწარო გემო დაჰყვებოდა, რამაც პერსონალს სასტუმროს სახურავზე მოთავსებული წყლის მომმარაგებელი სისტემის შემოწმება აიძულა, სადაც ერთი შეხედვით საიმედოდ დახურულ რეზერვუარში ელიზას შიშველ გვამს მიაგნეს. იქვე იყო მისი ტანსაცმელი და პირადი ნივთებიც.

ცხედრის ექსპერტიზაზე გაგზავნის შემდეგ პათოლოგ-ანატომების დასკვნას არა მხოლოდ ლემის კანადიდან ჩამოსული ახლობლები, არამედ მილიონობით გაოგნებული ტელემაყურებელიც ელოდა, რადგან უცნაური მკვლელობის საქმეს ამერიკულ ტელევიზიასთან ერთად მთელი მსოფლიოს მედია აშუქებდა.