loader

მომავლის ადამიანმა შესაძლოა, მთვარესა და მარსზე ქართული ყურძენი მიირთვას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომავლის ადამიანმა შესაძლოა, მთვარესა და მარსზე ქართული ყურძენი მიირთვას

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, ეროვნულ მუზეუმთან ერთად, ქართული ვაზის  მთვარესა და მარსზე გაშენება გადაწყვიტა. დაახლოებით, ათი წლის განმავლობაში სპეციალურად შექმნილ ლაბორატორიებში მეცნიერები დააკვირდებიან, რამდენად გაუძლებს კოსმოსურ პირობებს ქართული ვაზი.

იმ შემთხვევაში, თუ ცდები წარმატებით ჩაივლის, გახდება შესაძლებელი ვაზის მარსსა და მთვარეზე მოშენება, რაც ძალიან შორეულ მომავალში ადამიანს საშუალებას მისცემს, მთვარესა და მარსზე ყურძენიც ჭამოს და ვინ იცის, იქნებ ქართული ღვინოც დაწუროს. 



ავტორი: ნინო წიფურია


იხილეთ ასევე: კოლონია მარსზე, მოგონებების შენახვა კომპიუტერში... - როგორი იქნება მსოფლიო ათწლეულების შემდეგ?

მარსის ასეთი ვიდეო ჯერ არასდროს გინახავთ: ნასამ წითელი პლანეტა დაგვათვალიერებინა