loader

ბავშვებიან-მოხუცებიანად გადასახლებული 2-მილიონიანი ქალაქი და 3 მილიონზე მეტი დაღუპული ადამიანი - "აზიელ ჰიტლერად" წოდებული დიქტატორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბავშვებიან-მოხუცებიანად გადასახლებული 2-მილიონიანი ქალაქი და 3 მილიონზე მეტი დაღუპული ადამიანი - "აზიელ ჰიტლერად" წოდებული დიქტატორი

მართალია, "წითელი კჰმერების" დიქტატურა მხოლოდ რამდენიმე წელს გაგრძელდა კამბოჯაში, მაგრამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საკუთარი ლიდერი პოლ პოტი კი, 1970-იანი წლების ყველაზე სასტიკ დიქტატორად აქცია და "აზიელი ჰიტლერის" სახელით დაუმკვიდრა ისტორიაში ადგილი.

მომავალი დიქტატორის ბავშვობაზე ცოტა რამაა ცნობილი, რადგან თავად არ სურდა წარსულის გახსენება. მწირი ინფორმაციის თანახმად, მომავალი დიქტატორი 1925 წლის 19 მაისს დაიბადა სოფელ პრეკსბაუვში, მერვე პირმშოდ იქცა ადგილობრივი გლეხის მრავალშვილიან ოჯახში, სახელად კი, სალოტ სარი მიიღო.

მართალია, სალოტ პეკი ჩვეულებრივი გლეხი იყო, მაგრამ გაჭირვება არასდროს უგრძვნია, რადგან უფროსი ვაჟი მეფის კარზე მსახურობდა, ქალიშვილი კი, სამეფო საბალეტო დასში ცეკვავდა. თავად სალოტ სარი ცხრა წლის იყო, როცა პნომპენში გაამგზავრეს ნათესავებთან, სადაც ჯერ ბუდისტურ მონასტერში სწავლობდა, მერე კი, კათოლიკურ სკოლაში ჩააბარა, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა პნომპენის ტექნიკურ სკოლაში გააგრძელა.


საინტერესო ისტორიებს გაეცანით აქ


ასევე დაგაინტერესებთ: საოცრება ჰუდსონზე: ბატების გუნდთან შეჯახებული თვითმფრინავი და მფრინავი, რომელმაც წყალზე დაშვებით 150 მგზავრი გადაარჩინა

იტალიის პრემიერის 2-თვიანი მძევლობა და "ძველი მეგობრების" წერილი, სადაც გატაცებულს ქვეყნისთვის მსხვერპლად შეწირვას სთხოვდნენ

კანადელი გოგონას დღემდე იდუმალებით მოცული სიკვდილი და შიშისმომგვრელი ჩანაწერი ლიფტიდან