loader

საფრანგეთის ყველაზე სასტიკი მანიაკი, რომელსაც 200-ზე მეტი მსხვერპლი ჰყავდა - "მხსნელი ქირურგი" ცხედრებს სარდაფში ანაწევრებდა და მდინარეში ყრიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთის ყველაზე სასტიკი მანიაკი, რომელსაც 200-ზე მეტი მსხვერპლი ჰყავდა - "მხსნელი ქირურგი" ცხედრებს სარდაფში ანაწევრებდა და მდინარეში ყრიდა

ფრანგი სერიული მკვლელი დოქტორ მარსელ პეტიე, რომელიც კრიმინალისტებმა საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე სასტიკ მანიაკად აღიარეს, მეორე მსოფლიო ომის წლებში, ოკუპირებულ პარიზში მისდევდა კერძო სამედიცინო პრაქტიკას და მართალია, პარალელურად ფაშისტური რეჟიმის მიერ დევნილ ფრანგებს, სოლიდური გასამრჯელოს სანაცვლოდ ქვეყნიდან გაქცევაში სთავაზობდა დახმარებას, მაგრამ უმეტესობა გადარჩენის ნაცვლად ისევ თვითონ იმსხვერპლა.

მართალია, 1946 წელს მარსელ პეტიეს 26 მკვლეობაში წაუყენეს ბრალი და სიკვდილითაც დასაჯეს, მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვები მაინც მრავლად დარჩა, რადგან დღემდე უცნობია "სიკვდილის სახლის" მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა, რაც სავარაუდოდ 200-ს აღემატება და არავინ იცის, სად გაქრა ის ფული, ხშირად რამდენიმე მილიონი დოლარი ან ძვირფასი ნივთების დიდი ნაწილი, რომელიც მარსელ პეტიემ ჯერ მიისაკუთრა, მერე კი ისე საიმედოდ გადამალა, რომ ალბათ, ვერასდროს ვერავინ მიაგნებს.


ასევე დაგაინტერესებთ: კანიბალი "შავი ჰიტლერი", რომელიც გვამებით ნიანგებსაც კვებავდა - "ადამიანის ხორცი ბევრად მარილიანია, ვიდრე ლეოპარდის"

კანადელი გოგონას დღემდე იდუმალებით მოცული სიკვდილი და შიშისმომგვრელი ჩანაწერი ლიფტიდან


წყარო: არაჩვეულებრივი ისტორიები