loader

დედამიწის წიაღში კვადრილიონი ტონა ალმასი აღმოაჩინეს - ძვირფასი მინერალი 322 კილომეტრის სიღრმეშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედამიწის წიაღში კვადრილიონი ტონა ალმასი აღმოაჩინეს - ძვირფასი მინერალი 322 კილომეტრის სიღრმეშია

მეცნიერების შეფასებით, ძვირფასი მინერალის ოდენობა კვადრილიონ ტონას აღემატება. ამგვარი ვარაუდი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ჰარვარდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების მკვლევარებმა გამოთქვეს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ალმასები განლაგებულია დაახლოებით 322 კილომეტრის სიღრმეში, კრატონების სახელით ცნობილ კლდოვან ფორმაციებში. მეცნიერებმა კვლევისთვის ხმოვანი ტალღები გამოიყენეს.

სწორედ ხმოვანი ტალღების მონაცემების საშუალებით ადგენენ დედამიწის ყველაზე ღრმა ნაწილების შემადგენლობას და ხატავენ პლანეტის წიაღის ამსახველ შესაძლო სურათს.

ხმოვანი ტალღები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობს, რაც დამოკიდებულია იმ ქანებისა და მინერალების შემადგენლობაზე, ტემპერატურასა და სიმკვრივეზე, რომლებსაც ისინი გამოივლიან. დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში ამ ალმასების მოპოვება შეუძლებელია, რადგან მდებარეობს დედამიწის ზედაპირიდან 145-241 კმ სიღრმეში, გაცილებით უფრო შორს, ვიდრე ნებისმიერ საბურღ მოწყობილობას შეუძლია მისწვდეს.