loader

როგორ გამოიყურება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო, სადაც 1 ღამე 12 ათასი დოლარი ღირს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო, სადაც 1 ღამე 12 ათასი დოლარი ღირს

სასტუმრო ნიჰივატუ, რომელიც ელიტური საკურორტ სუმბაზე მდებარეობს და ადრე მხოლოდ სერფერებისთვის იყო ცნობილი, აერთიანებს 8 ვილას, რომელთაგან თითოეულს ღრმა საცურაო აუზი, ხეზე განლაგებული 24-საათიანი სპა-სალონი, ცხენოსნობის ცენტრი და რესტორანი აქვს, სადაც ცეცხლზე მომზადებული სასარგებლო კერძების დაგემოვნება შეიძლება.

ტურისტული სეზონის დროს ამ სასტუმროში ერთი ღამის გატარება 12 ათასი აშშ დოლარი ღირს. სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ მზის ჩასვლით, დაკავდნენ სერფინგით, აღმოაჩინონ ადგილობრივი ჩანჩქერები და იხილონ ბრინჯის პლანტაციების ხედები. კუნძული სუმბა ზომით ორჯერ აღემატება ცნობილ კუნძულ ბალის, მაგრამ თითქმის არაა განაშენიანებული.

სასტუმრო ნიჰივატუ ამერიკელმა სერფერმა და მისმა გერმანელმა მეუღლემ 1988 წელს გახსნეს. თავიდან ეს სერფერებისთვის განკუთვნილი სასტუმრო 10 ნომერზე იყო გათვლილი, მაგრამ თანდათანობით ელიტურ ადგილად გადაიქცა. 2012 წელს ის ამერიკელმა მეწარმემ კრიც ბიორჩმა შეიძინა.