loader

ალბათ, დაუჯერებელია, მაგრამ მალე ხელოვნურ საშვილოსნოში ადამიანის ნაყოფის გაზრდა იქნება შესაძლებელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალბათ, დაუჯერებელია, მაგრამ მალე ხელოვნურ საშვილოსნოში ადამიანის ნაყოფის გაზრდა იქნება შესაძლებელი

ალბათ, დაუჯერებელია, მაგრამ მალე შესაძლებელი იქნება ადამიანის ნაყოფის ხელოვნურ საშვილოსნოში გაზრდა. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა ბატკანი ხელოვნურ საშვილოსნოში წარმატებით გაზარდეს. ბატკანი 110 დღის იყო, როდესაც ის ნაადრევად, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი გაჩნდა. ის, ფაქტობრივად, 23 კვირის ბავშვის ხნის იყო. მომავალი თვე ბატკანი ხელოვნურ საშვილოსნოში იმყოფებოდა. ის იზრდებოდა და იკვებებოდა პლასტმასის პარკში. ხელსაწყო შეიქმნა, რათა ბუნებრივი საშვილოსნოს მაგივრობა გაეწია.

მეცნიერები ფიქრობენ, ექსპერიმენტი, სახელად ბიოჩანთა, წარმატებას მოიპოვებს და არაერთი მიმართულებით იქნება გამოყენებული. იდეის ავტორების თქმით, ამ ტექნოლოგიის გამოყენება აქტიურად შეიძლება იმ ჩვილების გადასარჩენად, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ ან ნაადრევად გაჩნდნენ. როგორც ამბობენ, ცხოველების ნაყოფზე დაკვირვება და ექსპერიმენტების ჩატარება კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება.

ბატკნები, რომლებიც ხელოვნურ გარემოში ჩამოყალიბდნენ, ამ ეტაპზე დაკვირვებას გადიან. როგორც ამბობენ, მათი ფიზიკური მდგომარეობა და შესაძლებლობები ჯერჯერობით აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რაც ბუნებრივად გაჩენილ ბატკანს მოეთხოვება.