loader

კოშმარული ღამე, როცა მხოლოდ 1 საათში 1,5 მილიონი ადამიანი მოიწამლა - "შხამიან ღრუბელს" გაქცეულები უმოწყალოდ თელავდნენ ერთმანეთს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოშმარული ღამე, როცა მხოლოდ 1 საათში 1,5 მილიონი ადამიანი მოიწამლა - "შხამიან ღრუბელს" გაქცეულები უმოწყალოდ თელავდნენ ერთმანეთს

ითვლება, რომ პირველი მსოფლიო ომის წლებში ქიმიური იარაღის გამოყენებით 1,3 მილიონი ადამიანი დაზარალდა, 1984 წლის 3 დეკემბრის საბედისწერო ღამეს ინდოეთის ქალაქ ბჰოპალში კი, მხოლოდ ერთ საათში მოიწამლა 1,5 მილიონი ადამიანი. როგორც ჩანს, თანამედროვე ტექნოგენური კატასტროფა უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე ომი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბჰოპალის ტრაგედიას ხშირად ქიმიური მრეწველობის ხიროსიმასაც უწოდებენ.

ბჰოპალის ტრაგედია: კომერციული საიდუმლო ადამიანთა სიცოცხლის სანაცვლოდ - ოფიციალურად, ბჰოპალის ქიმიურ ქარხანაში მომხდარი ტრაგედიის მიზეზად მეთილიზოციანიდის მომწამვლელი ორთქლის ავარიული გამოსროლა ითვლება, რადგან როგორც გამოძიებამ დაადგინა, სწორედ ქარხნის ერთ-ერთ მიწისქვეშა რეზერვუარში დაცული მეთილიზოციანიდის გადახურება გახდა წნევის მომატების და ავარიული სარქველის გახეთქვის მიზეზი.