loader

2 მილიონამდე პაციენტის შესწავლის შედეგად დადგინდა სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2 მილიონამდე პაციენტის შესწავლის შედეგად დადგინდა სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი

დაბერებადი იმუნური სისტემა ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია - ამ დასკვნამდე მივიდნენ შოტლანდიელი მეცნიერები დანდის უნივერსიტეტიდან. ეს აიხსნება იმით, რომ დროთა განმავლობაში დნმ-ში გროვდება დეფექტები, რომლებმაც უჯრედი შესაძლოა გადაგვარებამდე მიიყვანოს. როგოც მიჩნეულია, კიბოს განვითარებისთვის 5 ან 6 მუტაციაა საჭირო.

18-დან 70 წლის ასაკის ორ მილიონამდე პაციენტის საფუძვლიანი შესწავლითა და ანალიზით დადგინდა კავშირი იმუნური სისტემის აქტივობის დაქვეითებასა და ავთვისებიანი სიმსივნის ფორმირების ასაკობრივ სიხშირეს შორის ხანდაზმულებთან.

იმუნური სისტემის დაბერების მთავარ მიზეზად მეცნიერები თიმუსის - მკერდუკანა ჯირკვლის დისფუნქციას ასახელებენ, რომელიც იმუნური სისტემის ცენტრალური ორგანოა. მას უკავშირდება T უჯრედების გამომუშავება-მომწიფება.

ყოველ 16 წელიწადში თიმუსი ზომაში მცირდება. შესაბამისად, ქვეითდება ლიმფოციტების გამომუშავება, რომლებიც სიმსივნურ უჯრედთა ამოცნობას და განადგურებას ემსახურება. შოტლანდიელ მკვლევართა აზრით, თიმუსის აქტივობის სტიმულაცია ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.