loader

"ღამის სერენადები" 2 სექტემბერს თბილისში გადმოინაცვლებს – როგორია პროგრამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღამის სერენადები" 2 სექტემბერს თბილისში გადმოინაცვლებს – როგორია პროგრამა

ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" ბათუმი-თბილისის X საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" 22 აგვისტოს გაიხსნა და რამდენიმე კონცერტს უმასპინძლა. ფესტივალის ბათუმის ნაწილი დასრულებულია.

ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული მუსიკალური ღონისძიება 2 სექტემბერს თბილისში გადმოინაცვლებს: აჟღერდება იოსებ ბარდანაშვილის"სერენადა" ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისთვის.

შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს. კონცერტის მეორე ნაწილი დაეთმობა გია იაშვილის პროექტს "ოპერა-ფანტაზია" -პოპულარული არიები გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის.

რაც შეეხება "ღამის სერენადების" ბათუმურ საღამოებს, მასში მონაწილეობდნენ: ალექსანდრე კორსანტია, ვახტანგ მაჭავარიანი, გია იაშვილი, გეზა ჰოსზუ ლეგოცკი, სოფია ბოროსი, მარიო სტეფანო პიეტროდარჩი, კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი და სხვები. წლევანდელი ფესტივალის საბაზო ორკესტრია კამერული ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები".