loader

არისტოკრატი გოგონა Vogue-ის გარეკანიდან: ჰოლივუდის ვარსკვლავის, უმა თურმანის დედის ბოჰემური ცხოვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არისტოკრატი გოგონა Vogue-ის გარეკანიდან: ჰოლივუდის ვარსკვლავის, უმა თურმანის დედის ბოჰემური ცხოვრება

1955 წელს, Vogue-ში მომუშავე ფოტოგრაფი ნორმან პარკინსონი თავის საქმეებზე სტოკჰოლმში გაემგზავრა, სადაც 14 წლის ნენა შენიშნა. სწორედ ეს შეხვედრა გახდა ახალგაზრდა ლამაზმანის სამოდელო კარიერის საწყისი. სკანდინავიელი ნენა ფონ შლებრიუგეს ნაკვთებში მარტივად ამოიცნობთ უმა თურმანის სახეს.

"შვედეთი ჩემთვის სახლივით არის, რადგან დედა მყავს შვედი. ის აქ გაიზარდა და მიხარია ხოლმე მასთან ჩემს ქალიშვილთან ერთად ჩამოსვლა. შვედეთი ჩემი მეორე სამშობლოა. რა უნდა იყოს ამაზე რომანტიკული". 

მომხიბვლელი გოგონა, გერმანულ-შვედური ფესვებით, მალევე მოხვდა ცნობილი მოდური გამოცემების ყდაზე. ნენას არისტოკრატიული ნაკვთები დედისგან, ბრიგიტ კაროლინისგან ერგო. ახალგაზრდობაში ნენას დედა ბრიგიტი სახელოვანი მოქანდაკის, აქსელ ებეს ცნობილი ქმნილებისთვის "ჩახუტება" პოზირებდა. ქანდაკება დღემდე ეგებება გემებს სკანდინავიური ნახევარკუნძულის ერთ-ერთ პორტში, პატარა კონცხზე.

ნენა ფონ შლებრიუგე 60-იან წლებში უკვე საკმაოდ ცნობილი მოდელი გახლდათ. მას სალვადორ დალის მუზადაც მოიხსენიებდნენ.



ავტორი: ნინო წიფურია


ასევე დაგაინტერსებთ: 43 წლის ენრიკე იგლესიასი შვილებმა "გადარიეს" - მომღერლისა და ტყუპების ვიდეოს 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს

ჯენიფერ ლოპესის 3 ოფიციალური ქორწინება და ხმაურიანი რომანები - დეტალები მომღერლის ცხოვრებიდან