loader

პროდუქტები, რომლებიც ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩართოთ, რათა გულის პრობლემები აირიდოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროდუქტები, რომლებიც ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩართოთ, რათა გულის პრობლემები აირიდოთ

K ვიტამინი, რომელიც უხვადაა ისპანახში, ბროკოლსა და სალათის ფურცლებში, სასარგებლო აღმოჩნდა გულისთვისაც - ამ დასკვნამდე მივიდნენ სამხრეთ კაროლინის მკვლევარები. აღნიშნული ნივთიერება მონაწილეობს გულის კუნთის სისხლით მომარაგებაში, ეხმარება მარცხენა პარკუჭს ნორმალური მოცულობის შენარჩუნებაში.

K ვიტამინის დეფიციტი გულის ფუნქციობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ვიტამინის მიწოდება მოზარდის ორგანიზმისთვის. საკვლევი ახალგაზრდების 10%-თან მეცნიერებმა გულის კუნთის გადიდება და გულის მუშაობის რამდენიმე სახის შეფერხება გამოავლინეს. ამასთან, ყველა მათგანს ორგანიზმში K ვიტამინის დეფიციტი აღენიშნებოდა.

საზოგადოდ, ახალგაზრდებს არ უყვართ აღნიშნული ვიტამინის შემცველი საკვები პროდუქტებით კვება, რაც ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე, უპირველესად კი, გულის ფუნქციობაზე - აცხადებენ სპეციალისტები. ოხრახუში, ისპანახი, ბროკოლი, თეთრთავა კომბოსტო, რეჰანი, ქინძი, ნიგოზი, ავოკადო, მოცვი, მარწყვი - ეს და K ვიტამინის შემცველი სხვა პროდუქტები აუცილებლად უნდა შედიოდეს ყოველდღიურ საკვებ რაციონში, თუ გსურთ გულთან დაკავშირებული პრობლემების არიდება.