loader

უცნაური და საბედისწერო რეისის ისტორია: "ამ თვითმფრინავში ჩემი პაპებიდან ერთ-ერთი აუცილებლად დაიღუპებოდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უცნაური და საბედისწერო რეისის ისტორია: "ამ თვითმფრინავში ჩემი პაპებიდან ერთ-ერთი აუცილებლად დაიღუპებოდა"

1953 წლის 14 ივ­ნი­სი - ქარ­თუ­ლი კი­ნოს ვარსკვლავი, ულა­მა­ზე­სი ნატო ვაჩ­ნა­ძე, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლეთს იყი­დის... ასე მოხ­ვდე­ბა რე­ის­ზე, სა­დაც მას­თან ერ­თად 13 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ცაში და­ი­ფერ­ფლე­ბა!

არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა, იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ აღმოჩნდა ნატოს ხელში თვითმფრინავის ბი­ლე­თი, რომ­ლის მფლო­ბელ­საც სიკ­ვდი­ლი ეწე­რა... რო­გორ ჩა­მო­ვარ­და თვითმფრი­ნა­ვი მისი მე­უღ­ლის, ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას სო­ფელ­თან ახ­ლოს. მი­ზე­ზი უა­მინ­დო­ბა იყო, თუ ბე­რი­ას შუ­რის­ძი­ე­ბა, რა­შიც ბევ­რი იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი.. ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც იცით. მე ამ ამ­ბავს სხვა კუ­თხი­დან და­გა­ნა­ხებთ.

პილოტი ირაკ­ლი ხა­ხუ­ტაშ­ვილი, რო­მე­ლიც ამ რეისით გამოფრინდა, ჩემი პაპა იყო. ის არ უნდა ყოფილიყო ამ თვითმფრინავში, მაგრამ პილოტი ბოლო წუთს შეცვალეს. ამ რეისით, ჩემი მეორე პაპა, ისიც მფრინავი - ვახტანგ ინასარიძე უნდა გამოფრენილიყო... ამ თვითმფრინავში ჩემი პაპებიდან ერთ-ერთი აუცილებლად დაიღუპებოდა.

ნახეთ, ფოტოებად მოყოლილი ყველაზე უცნაური და საბედისწერო ისტორია.