loader

ახალი iPhone Xs და Xs Max საქართველოში 23 სექტემბრიდან აისტაილში გაიყიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი iPhone Xs და Xs Max საქართველოში 23 სექტემბრიდან აისტაილში გაიყიდება

Apple-მა iPhone Xs და Xs Max სტივ ჯობსის სახელობის თეატრში 12 სექტემბერს წარადგინა. წლის სიახლე უდავოდ ახალი ფერი Gold და iPhone Xs Max გახლავთ, რომელიც 6,5-ინჩიანი უსაზღვრო ეკრანით აქამდე არსებულ iPhone-ებს შორის ზომით ყველაზე დიდია და ღირებულებაც, Apple-ის ისტორიაში, ყველაზე მაღალი აქვს.

უახლესი მოდელები აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე და უსწრაფესი პროცესორით A12 Bionic-ით, უკეთესი ბატარეითა და კამერით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახალი iPhone-ები წყალგამძლეა IP68 სტანდარტით, რაც წყლის ქვეშ 2 მეტრის სიღრმემდე 30 წუთამდე iPhone-ის გამოყენების საშუალებას იძლევა.