loader

შვებულება გულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შვებულება გულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია

ევროპის კარდიოლოგიური საზოგადოება 50 წლის განმავლობაში 1200 ადამიანს აკვირდებოდა. კვლევის მიზანი იყო, როგორ მოქმედებდა შვებულება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და კარდიოლოგიურ სტატუსზე. აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივი შვებულება აქვეითებდა გულის დაავადებათა რისკს და ახანგრძლივებდა სიცოცხლეს.

მაგალითისთვის, ბიზნესმენებში, რომლებიც წელიწადში მხოლოდ სამ კვირას ისვენებდნენ, 37% უფრო ხშირი იყო ნაადრევი სიკვდილი, მათთან შედარებით, ვინც მთელ თვეს ისვენებდა. მნიშვნელოვანია, რომ ნაადრევი სიკვდილიანობა აღინიშნებოდა იმ პირებშიც, რომელთაც არ ჰქონდათ მავნე ჩვევები და ადეკვატური ფიზიკური აქტივობითაც გამოირჩეოდნენ.

ცხოვრების ჯანსაღ წესს არ შეუძლია ხანგრძლივი დასვენების არარსებობის კომპენსირება. ცხოვრების ჯანსაღი წესი და კარგი კვება არასოდეს შეცვლის სრულფასოვან შვებულებას, რომელიც სტრესის მოხსნასა და გულის სიჯანსაღის აღდგენაში დაგვეხმარება, რაც განსაკუთრებით მამაკაცების შემთხვევაშია შესამჩნევი.