loader

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს - პირველი კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს - პირველი კადრები ადგილიდან

არსებული ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, დაკავებული სასულიერო პირი ჩაფიძის გულის ცენტრში ბადრაგების თანხლებით მიიყვანეს.
"ინტერპრესნიუსი" აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას სასჯელაღსრულების სამინისტროში, ბრალდებულის ადვოკატთან და დაკავებულის ოჯახის წევრთან ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

როგორც ცნობილია, დღეს მისმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძეს უკვე მეოთხე დღეა აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და პერიოდულად აქვს წნევის პრობლემა. "მას კვლავ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ასევე პერიოდულად აქვს წნევის პრობლემები. უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა. სამედიცინო კუთხით ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ აქვს, ვინაიდან, რაც შესაძლებელია, ყველანაირი მკურნალობა უტარდება, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მეოთხე დღეა არ დასტაბილურებულა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის სახელობის გულის კლინიკაშია გადაყვანილი. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" უწყებაში რამდენიმე წუთის წინ დაუდასტურეს, თუმცა, სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კლინიკის ტერიტორიიდან იტყობინება, ამ წუთებში კლინიკაში დაკავებულის ადვოკატებიც შევიდნენ.
როგორც ცნობილია, სასჯელაღსრულების უწყება აღნიშნულ სამოქალაქო კლინიკასთან თანამშრომლობს და იქ გადაჰყავთ ხოლმე ის პატიმრები, რომლებსაც დამატებითი გამოკვლევები ესაჭიროებათ.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ:

ხმაური ჩაფიძის კლინიკაში: დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები ექიმთან შეხვედრას ითხოვენ

"ოჯახთან დამაბარა, რომ არ ინერვიულონ" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი

რა დიაგნოზით მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში?