loader

ხმაური ჩაფიძის კლინიკაში: დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები ექიმთან შეხვედრას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური ჩაფიძის კლინიკაში: დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები ექიმთან შეხვედრას ითხოვენ

ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებიან, რომლებიც დეკანოზის მკურნალი ექიმის ნახვას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგებას ითხოვენ.
როგორც "პალიტრავიდეოს" დეკანოზ გიორგი მამალაძის დეიდამ განუცხადა, მათ დაახლოებით ერთი საათის წინ შეიტყვეს, რომ გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მათი ინფორმაციით, კონკრეტული მიზეზი კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ განუმარტავთ.
დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაახლოებით ერთი საათია იმყოფებიან ადვოკატები, რომლებმაც შესვლამდე კომენტარი არ გააკეთეს. კომენტარს არც ჩაფიძის კლინიკაში აკეთებენ.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ: რა დიაგნოზით მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში?

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს - პირველი კადრები ადგილიდან

"ოჯახთან დამაბარა, რომ არ ინერვიულონ" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი