კოშმარული ხედი ფანჯრიდან: ქარიშხლის გამო ფლორიდის 500 ათასამდე მცხოვრებს სახლების დატოვება ურჩიეს
აშშ-ში, ფლორიდის შტატის ხელისუფლებამ 500 ათასამდე ადამიანს მოახლოებული ქარიშხლის, "მაიკლის" გამ, საკუთარი სახლების დატოვება ურჩია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, ამ მომენტისთვის ქარიშხალი ქალაქ აპალაჩიკოლადან 145 კილომეტრის სიშორეზეა და წამში 5,5 მეტრის სიჩქარით მოძრაობს.
დღეს ქარიშხალი "მაიკლის" სიძლიერე, საფირ-სიმპსონის შკალის თანახმად, მეოთხე კატეგორიამდე გაიზარდა.
აშშ-ის ქარიშხალებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრის გაფრთხილების თანახმად, ქარიშხალმა შესაძლოა, ძლიერი ტალღები გამოიწვიოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა ფლორიდის შტატისთვის ფედერალური დახმარების გაწევის თაობაზე.