მეგან მარკლის ყოფილი ქმარი მილიონერი ბანკირის შვილზე დაქორწინდა - ფოტოკადრები ქორწილიდან
მეგან მარკლის ყოფილი ქმარი ტრევორ ენგელსონი დაქორწინდა. მეგანი და ტრევორი 2011-13 წლებში ცხოვრობდნენ ერთად.
ახალი ოჯახი ენგელსონმა ყოფილი ცოლის ქორწილიდან რამდენიმე თვის შემდეგ შექმნა. მისი რჩეული ტრეისი კურლენდია.
"დეილი მეილის" ინფორმაციით, საქორწინო ცერემონია კალიფორნიაში შედგა.
"ქორწილი პატარა და მოკრძალებული იყო, სრულიად განსხვავებული მეგანისა და ჰარის ცერემონიალისგან. ტრევორი და ტრეისი ერთმანეთზე უზომოდ არიან შეყვარებულნი და ბედნიერები ჩანან", - განაცხადა გამოცემასთან ერთ-ერთმა სტუმარმა.
ნუტრიციოლოგი ტრეისი კურლენდი მამის 200 მილიონ დოლარად შეფასებული ქონების მემკვიდრეა.