ოთარ ტატიშვილი ივანიშვილის ხმის ტემბრზე ხუმრობს
ოთარ ტატიშვილის ”ღამის შოუს” მონოლოგის მთავარი სასაუბრი თემა პოლიტიკაში ახლადმოსული ბიძინა ივანიშვილია.
”ღამის შოუს” წამყვანი ივანიშვილის ტელევიზიებისადმი მიმართვას გამოეხმაურა. ტატიშვილის ხუმრობებში დავით აქუბარდია და გუბაზ სანიკიძეც მოხვდნენ.
ოთარ ტატიშვილი ბიძინა ივანიშვილის პერსონაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ივანიშვილი რეალურად არ არსებობს და რომ ის ისეთივე ნიღაბია, როგორიც ”ბეტმენი” ან ”სპაიდერმენი”. ”გაიკეთებ ივანიშვილის ნიღაბს, დადიხარ ქალაქში და მაჯებიდან ფულებს უშვებ” - ამბობს წამყვანი.
”ღამის შოუს” წამყვანი ხაზგასმით ივანიშვილის ხმის ტემბრზე ხუმრობს.
მონოლოგის დასკვნით ნაწილში კი მაყურებელს უჩვენებს სხვაობას, თუ როგორ აშუქებს ”მაესტრო” და ”რუსთავი 2” ერთსა და იმავე ინტერვიუს სრულიად სხვადასხვანაირად.