loader

ზაზა სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაზა სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ზაზა სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარალიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

რაც შეეხება სარალიძის თანმხლებ პირებს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც პოლიციელის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. სამინისტრო აცხადებს, რომ ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა. 



ასევე დაგაინტერესებთ: დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილი ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი

პოლიცია 50 დღე ცდილობდა, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგო და ეს დღეს მოახერხა - ზაზა სარალიძის დედა 

ზაზა სარალიძე დაკავებულია - კადრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც სარალიძე პოლიციელს ჯოხს ურტყამს