ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და სახლები დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში, რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ჯიხურები დაიტბორა. უხვმა ნალექმა ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩები და სურსათის მაღაზიები დატბორა.ამ დროისთვის ცალკეულ ქუჩებზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.