"არჩევნებზე ვიყავი, გამაფრთხილეს, არ დაგინახო, რომ გადახვიდეო, მაგრამ მაინც გადავედი მავთულხლართებზე" - საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებმა 85 წლის დავით ვანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლო.
როგორც ვანიშვილი ამბობს, დღეს დილით მავთულხლართებს მიღმა გადმოიპარა და სოფელ ხურვალეთის საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. მისივე თქმით, სიჩქარეში პირადობის მოწმობა შინ დარჩა, რის გამოც საარჩევნო უბნიდან კვლავ მავთულხლართებთან დაბრუნება მოუხდა.