თოშა ქებურია საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა - კადრები ქართველი მილიონერისა და ულამაზესი მოდელის გრანდიოზული ქორწილიდან
სანამ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საარჩევნო ციებ-ცხელებაშია ჩართული, მილიონერმა ბუბა ქებურიამ გადაწყვიტა და საკუთარ ვაჟს, თოშა ქებურიას კაჭრეთში გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა. ბუბა ქებურიას ვაჟმა ულამაზეს ქეთი ჟღენტზე ერთი წლის წინ იქორწინა და წყვილს ერთი თვის ქალიშვილი კატერინაც ჰყავთ, მაგრამ ქორწილის გადახდა დღემდე ვერ შეძლეს.