loader

"ღვინო, რომელიც კლავს": "თავად ვარ მოწმე, ჩვენგან გაგზავნილი ღვინო გერმანელებმა უკან დააბრუნეს" - განმარტება ინფორმაციაზე, რომელსაც მაყურებლის დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღვინო, რომელიც კლავს": "თავად ვარ მოწმე, ჩვენგან გაგზავნილი ღვინო გერმანელებმა უკან დააბრუნეს" - განმარტება ინფორმაციაზე, რომელსაც მაყურებლის დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ადესისგან დამზადებულმა ღვინომ შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან სიკვდილი გამოიწვიოს. ასეთი შინაარსის ინფორმაცია გადაცემის პირველ ნაწილში გაჟღერდა, რასაც მაყურებლის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ადესის მოყვარულების ნაწილი ჩვენგან წყაროს დასახელებას მოითხოვდა, საიდან ვფლობდით აღნიშნულ ინფორმაციას. იზაბელა საქართველოში უკრაინიდან, ოდესის რეგიონიდან შემოტანილი ვაზის ჯიშია. 

სწორედ აქედან დამკვიდრდა მისი მეორე სახელწოდება - ადესა. წინა გადაცემაში ჩვენ უკრაინელი მეღვინის, ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ალექსანდრე ლუკანინის ინტერვიუზე დაყრდნობით მივაწოდეთ მაყურებელს ინფორმაცია ადესის ღვინის სახიფათო მხარეების შესახებ. ალექსანდრე ლუკანინს საკუთარი ლაბორატორია აქვს და უკვე არაერთი წელია სხვადასხვა ღვინის კვლევებითაა დაკავებული. ის ადესის ჩანაცვლებას სხვა მსგავსი გემოს მქონე ჯიშებით გვირჩევს.



ასევე დაგაინტერესებთ: ყურძენი, რომელიც კლავს - ყურძნის ჯიში, რომელმაც შესაძლოა, ადამიანის დაბრმავება ან სიკვდილი გამოიწვიოს