loader

"სოფოს ფეხმძიმობის პერიოდი როგორ გაგრძელდება, არ ვიცით... მამა მე არ ვარ" - გიორგი გაბუნია სოფო ნიჟარაძეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სოფოს ფეხმძიმობის პერიოდი როგორ გაგრძელდება, არ ვიცით... მამა მე არ ვარ" - გიორგი გაბუნია სოფო ნიჟარაძეზე

დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "შუადღეში" "მხოლოდ ქართულზე" სასაუბროდ გიორგი გაბუნია და თიკა ფაცაცია მიიწვიეს. წამყვანის შეკითხვას, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი ჟიურის შემადგენლობაში, გიორგი გაბუნიამ ყველასათვის მოულოდნელი პასუხი გასცა - არ ვიცით, იქნება თუ არა სოფო ნიჟარაძე ჟიურიში, ვინაიდან ის ფეხმძიმედ არისო და აქვე დასძინა, რომ მამა თვითონ არაა. ისეთი დამაჯერებელი იყო "რუსთავი 2"-ის წამყვანი თავის განცხადებაში, ამბის გადასამოწმებლად სოფოს დავუკავშირდით.

- სოფო, გიორგი გაბუნიამ დღეს "შუადღის" ეთერში თქვენი ფეხმძიმობის ამბავი გაახმაურა...

- ბატონო?

- პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ფეხმძიმედ ხართ და ამიტომ არ იცის, იქნებით თუ არა ლაივებზე ჟიურის წევრი...

- (იცინის) კი, კი, ფეხმძიმედ ვარ მისგან, პატარა ჯულიეტას ველოდები...

- არა, მამობა იქვე უარყო გიორგიმ.

- ააა, უარყო? არის! ეგ არის მამა! გოგოს ველოდებით, ჯულეტა უნდა დავარქვათ (იცინის)... არ არის ნორმალური რაა!.. რას გადამეკიდა, რა უნდა?!


წყარო: "პრაიმტაიმი"