loader

ცოლზე განაწყენებულმა ქმარმა შური საპატარძლო კაბაზე იძია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცოლზე განაწყენებულმა ქმარმა შური საპატარძლო კაბაზე იძია

38 წლის კევინ კოტერმა საქორწინო კაბას 101 დანიშნულება გამოუძებნა იმის დასამტკიცებლად, რომ ის მხოლოდ ერთი დღისთვის არ იქმნება. ეს იდეა კევინს მაშინ გაუჩნდა, როცა 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლმა მიატოვა და საქორწინო კაბაც დაუტოვა.  

კევინ კოტერმა ვებსაიტი MyExWifesWeddingDress.com (ჩემი ყოფილი ცოლის საქორწინო კაბა) გახსნა და მალე ამავე სათაურით წიგნსაც გამოუშვებს. ვებსაიტი ძალიან პოპულარულია. კევინი მასზე ფოტოებს ტვირთავს, სადაც მეუღლის კაბა კამუფლიაჟის, ფარდის, იოგას ხალიჩისა და სხვა საგნების მაგივრობას უწევს.

საიტის ამოქმედებიდან 3 კვირაში კევინმა მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან უამრავი წერილი მიიღო. კევინის თქმით, სწორედ ხალხის მხარდაჭერა შთააგონებდა მას, ცოლის საქორწინო კაბისთვის სულ უფრო უცნაური დანიშნულება მოეფიქრებინა.

კევინი ამბობს, რომ ამან საკმაოდ მტკივნეული გაყრის პროცესი შეუმსუბუქა და მთელი ჯავრი ცოლის კაბაზე ამოიყარა.

"როდესაც ცოლს გავეყარე, სიცარიელეს ვგრძნობდი, ორი საერთო შვილი გვყავს. მისი წასვლის შემდეგ სახლში სიჩუმე ჩამოწვა. ამას ძალიან განვიცდიდი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ყველაფერი თავზე დამენგრა. საბედნიეროდ, ეს იდეა კარგი თერაპიული საშუალება გამოდგა და მე ბრაზისგან გათავისუფლება მოვახერხე", - ყვება კევინი.

წიგნი "ჩემი ყოფილი ცოლის საქორწინო კაბის გამოყენების 101 ხერხი", გაყიდვაში 25 ოქტომბერს გამოვა. მისი ღირებულება 14 აშშ დოლარი იქნება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე