loader

ჩინეთის დიდი კედელი ინგრევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთის დიდი კედელი ინგრევა

ჩინეთის დიდი კედიელი დანგრევის საფრთის წინაშეა. ამის მიზეზი კედლის გარშემო არსებული ათეულობით ლეგალური და არალეგალური მაღაროა, სადაც სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Great Wall Society-ის აქტივისტები ავრცელებენ.

ჩინეთის დიდი კედელი 11 პროვინციაზეა გადაჭიმული, მისი სიგრძე 6400 კმ-ს შეადგენს. კედელი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს, ძირითადად პეკინის შემოგარენში, სადაც კედელი ყველაზე კარგად არის შენარჩუნებული.

საქმე ის არის, რომ პეკინიდან სამხრეთით, 200 კმ-ში, ხებეის პროვინციაში ათეულობით მაღარო ფუნქციონირებს, სადაც სპილენძს, რკინასა და ნიკელს მოიპოვებენ, ეს კი მრავალსაუკუნოვანი ძეგლის უვნებლობას საფრთხეს უქმნის. ზოგიერთი მაღარო 100 მ დისტანციზე მდებარეობს. თუმცა, ვინაიდან ამ მაღაროების უმრავლესობას მუშაობის ნებართვა აქვს, კედლის შენარჩუნებისთვის მებრძოლი აქტივისტები უძლურნი არიან.

კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი კედლის დაზიანებული ადგილების შესაკეთებლად ყოველწლიურად გამოყოფს თანხას, თუმცა ამას ნგრევის შეჩერება არ შეუძლია. ამჯამად კედლის 70% დანგრეულია და მხოლოდ 20% არის კარგ მდგომარეობაში.